logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის იდეას არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ
საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის იდეას არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ
15:18 24.09.2012
ცესკო-ს იდეას სააჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღების შესახებ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მხრიდან მძაფრი წინააღმდეგობა მოყვა.  დადაგენილების პროექტი დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა.

არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ იდეას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მისი ავტორის დასახელება სთხოვეს.

„გვითხარით კონკრეტული პირი, კომისიის წევრი, რომელმაც აღნიშნული იდეა პირველად წამოაყენა“ - ამ მოთხოვნით ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ხარატიშვილს მიმართა.

გარდა ამისა, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ძალიან სუსტია ცესკო-ს არგუმენტი, თითქოს ფოტო და ვიდეო გადაღება, შესაძლოა, ამომრჩევლის მიერ პირად ცხოვრებაში ჩარევად იქნეს აღქმული, ვინაიდან საარჩევნო უბანი არა პირადი, არამედ საჯარო სივრცეა. მას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია კომისიის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული, გადაღებამ ამომრჩევლის ქცევაზე გავლენა მოახდინოს, ვინაიდან გადაღება უბანზე და არა საარჩევნო კაბინაშია დაშვებული.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხდა, იდეას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს და ის კომისიის 13-ვე წევრმა ერთობლივად, სამუშაო პროცესში მიიღო.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის მაგდა პოპიაშვილის განმარტებით, ფოტო და ვიდეოგადაღება საარჩევნო დარღვევების, მათ შორის, ე.წ. „კარუსელის“ და საარჩევნო კაბინაში 1-ზე მეტი მოქალაქის შესვლის დასაფიქსირებლად არის აუცილებელი.

„საჭიროა ინცინდეტების პრევენცია. დარღვევების შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლებია მაშინ, როდესაც ფოტო და ვიდეო გადაღება ხდება“-აღნიშნა პოპიაშვილმა.

აღნიშნული დადგენილება ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ. ამასთან, ხარატიშვილი არ გამორიცხავს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას ან სახეცვლილი ფორმით გავიდეს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის მონაკვეთი, როცა საარჩევნო უბანზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლები - პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ. აძლევენ ხმას.

ამ შემთხვევებში, გადაღების ნებართვას გასცემს კომისიის თავმჯდომარე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა