"ნაცსექტის გაუკუღმართებული ლოგიკით, "ქართული ოცნებისთვის" ნაღმის როლი უნდა
შეესრულებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ნაღმზე აფეთქების ეფექტი მივიღეთ.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს.
,,უსმენდნენ ყველას - ოპოზიციასაც და თავისიანებსაც, სრულწლოვანებსაც და ბავშვებსაც. ფარულად იღებდნენ ყველაფერს - საკუთარი გუნდისა და ოპონენტების ინტიმურ ცხოვრებას, ციხეებში, საიდუმლო ბუნაგებში - წამებას, გაუგონარ სისასტიკეს და გაუპატიურებას. ეს ხომ ვიცოდით და ვიცით. ხომ შეგერგოთ, ხომ დავუსვით წერტილი ამ კრიმინალურ აუდიო და ვიდეოთეკებს 2013 წლის სექტემბერში. ხომ გაპატიეთ, მაინც ვეღარ ისვენებთ...
მონტაჟის 170 გამოვლენილი ფრაგმენტი, 21 ფეიკ-პერსონაჟის გამოყენებული ხმა - არასრულწლოვანი ბერასა და ოპოზიციონერი ირაკლი ღარიბაშვილის "მონაწილეობით" გამოგონილი აუდიოზღაპარი, რომელსაც ნაცსექტის გაუკუღმართებული ლოგიკით, "ქართული ოცნებისთვის" ნაღმის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ნაღმზე აფეთქების ეფექტი მივიღეთ.
ორი რამ მაინტერესებს - ბოროტი ჭკვიანი არ გინახავთ? მაგრამ, თან ბოროტი იყო და თან ასეთი იდიოტი? როდესაც გგონია, რომ თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებით და ახალი კომპიუტერული პროგრამებით მარტო შენ შეგიძლია დამონტაჟებული ფეიკმასალის დამზადება, მაგრამ იმავე თანამედროვე სამყაროში თითქოს და არ არსებობს ულტრათანამედროვე საექსპერტო მექანიზმები.
კი ბატონო, ხართ დებილები და იყავით თქვენივე ფეიკმედია მაყურებლების სამწუხაროდ დიდი არმიით. მაგრამ თქვენს ამ ე.წ. ტელევიზიებში ნორმალური ადამიანების მისვლა უკვე პირდაპირ რომ გაუტოლდება პატივმოყვარეობის შელახვას, ეგეც გკიდიათ? “ -წერს დავით ქართველიშვილი.