საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია.
ინფორმაციას ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ტექნიკური პრობლემის გამო, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით შეზღუდულია წვდომა. პრობლემის აღმოფხვრამდე ვერ ხერხდება საკომიტეტო სხდომებისა და სხვა საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია.
ყველა ღონისძიების ჩანაწერს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს“ - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.