logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შევარდნაძე - სააკაშვილმა არჩევნები იმ დღეს წააგო, როცა პატიმართა წამების ამსახველი პირველი ჩანაწერი გავრცელდა
შევარდნაძე - სააკაშვილმა არჩევნები იმ დღეს წააგო, როცა პატიმართა წამების ამსახველი პირველი ჩანაწერი გავრცელდა
14:15 24.09.2012

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ის, რაც საზოგადოებამ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ იხილა,

 ქართველი ხალხის დამონების პროცესია. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ედუარდ შევარდნაძე გაზეთთან აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფასება იმ სისასტიკესა და დაუნდობლობას, რაც ქართველმა ხალხმა ნახა, სრულად არ გამოხატავს.

„გულწრფელად გეტყვით - ნეტავ ამას არ მოვსწრებოდი! ნეტავ ეს ყველაფერი არ მენახა! პატრიარქის თქმისა არ იყოს, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“ - აცხადებს შევარდნაძე.

მისივე თქმით, შეუძლებელია, მსგავსი სადიზმი ჯანსაღი ადამიანის თავში მომწიფდეს. შევარდნაძე არ უარყოფს, რომ ცემისა და გაუპატიურების ფაქტები ციხეში ყოველთვის იყო, მაგრამ მსგავსი არსად არაფერი უნახავს.

„ჰიტლერის „კონცლაგერებშიც“ პატიმრებს კლავდნენ, მაგრამ ასე გაუგონრად იქაც კი არ ამცირებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კადრების ნახვის შემდეგ, ქვეყანაში კიდევ დარჩა ადამიანი, ვისაც აქვს ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა“ - განაცხადა ედუარდ შევადნაძემ.

მისივე თქმით, სტუდენტობა ყოველთვის მთავარი ძალა იყო, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა შეეძლო. მათი პროტესტის წინააღმდეგ, ნებისმიერი ხელისუფლება უძლური იყო.

„ამიტომაც მეშინია, ამ კადრების ნახვით შეურაცხყოფილმა ახალგაზრდებმა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგან. მივმართავ მათ - თქვენი სიცოცხლე სამშობლოს სჭირდება, გაფრთხილდით! იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა შურაცხყოფილი და თავლაფდასხმულია, ძნელია ემოციები აკონტროლო, მაგრამ ახლა არეულობის დრო არ არის“ - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ერთადერთი, ვისაც დესტაბილიზაცია აწყობს ხელისუფლებაა, რადგან მათი მიზანი არჩევნების ჩაშლაა. ამიტომ, ბევრი რამაა დაგეგმილი იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს.

„როგორმე არჩევნებამდე მივიდეთ და დამნაშავეები მერე დავსაჯოთ“ - განაცხადა შევარდნაძემ და დასძინა, რომ მომხდარის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი აღარ სურს, რადგან მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ხელისუფლებას ციხეებში არსებული ვითარების შესახებ არ სცოდნოდა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საპარლამეტო არჩევნები იმ დღეს წააგო, როდესაც პატიმართა წამების ამსახველი პირველი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა.

ამასთან, ექს-პრეზიდენტი დემოკრატიულ მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა