„საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას",- ამის შესახებ ლატვიის
სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი „ტვიტერში" წერს.
„ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას!",-აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.