logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანა დოლიძე: თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას განსახილველად ჩემ კანდიდატურას ვთავაზობ
ანა დოლიძე: თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას განსახილველად ჩემ კანდიდატურას ვთავაზობ
22:30 15.06.2021
„მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გადავავლოთ თვალი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვის ვირჩევდით დედაქალაქის მერებად - ადამიანებს, რომელსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები გვთავაზობდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს გვაწუხებს. ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა და ამიტომაც აქვს დღეს თბილისს ყველა მერის ხელწერა დამღად.

თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, "საცობებზე", არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21- საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არ არარსებობაზე.

წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო ნამდვილად არ არის. დავფიქრდეთ, სად არის ჩვენი შეცდომა. პასუხი ერთია - თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს.

თბილისს სჭირდება - მერი ხალხისთვის.

მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.

15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობითვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანიბის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა