ევროკავშირის წარმომადგენელი იოანეკე ბალფორტი IPRM-ის რიგით
მე-100 შეხვედრაზეგანცხადებით წარდგა.
მისი თქმით, ევროკავშირი, ისევე როგორც, ეუთო ძალიან მონდომებული არიან უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის, ასევე იმ კონკრეტული გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც შეიძლება აღნიშნულ ფორმატში მოიძებნოს.
„ჩემთვის დიდი პატივია ვესწრებოდე IPRM-ის მე-100 შეხვედრას და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხირდან ვარ წარმოდგენილი აღნიშულ ფორმატში.
მინდა მადლობა გადავუხადო ფორმატის ყველა მონაწილეს, მათი მონდომებისთვის რომ გამონახონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.
ევროკავშირი არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ევროკაშვირის სადამკვირვებლო მისიით, რომელიც იქნება აქ რათა წარმოაჩინოს ჩვენი მონდომება და ჩვენი მხარდაჭერა.
მე წარმატებას ვუსურვებ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს და ვისურვებ, რომ საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტილებები იქნას მოძებნილი“ განაცხადა ბალფორტმა.