logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გია აბაშიძე: მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე - ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები
გია აბაშიძე: მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე - ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები
12:01 15.06.2021
,,დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები მათთან დაპირისპირებულ ტელესადგურებზე ხომ რუტინული მოვლენაა? დიახ, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - დემოკრატიულ სამყაროში უწყვეტი, დესტრუქციული ტელედეზინფორმაცია მიუღებელია, ვერ ხარობს.’’ - ესე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,მთავარ არხზე’’ ირაკლი კობახიძის ეთერს. მისი თქმით, გასაგებია რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, მმართველი გუნდიდან მოულოდნელად და დღემდე გაუგებარი მიზეზით წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის იქნებოდა. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კობახიძემ კარგად განმარტა, ის რომ კრიტიკული შეკითხვები გახარიას მიმართ ადრეც არსებობდა, თუმცა ღალატი 2021 წლის 17-18 თებერვალს უკავშირდება. ანალიტიკოსი გახარიას მომხრეებსაც პასუხობს, და ამბობს, რომ კობახიძის მისვლამ "მთავარზე" გახარიას მხარდამჭერთა ერთ ნაწილში გამოიწვია ტრაგიკომიკური აღქმა, თუმცა იტოვებს ვარაუდს, რომ "საქართველოსთვის" ოფიციალური წარმომადგენლები ამ ოქსიმორონს არ გაიმეორებენ როგორც იმას, რომ ივანიშვილმა 7 ივნისის წერილი "ზეწოლის ქვეშ" დაწერა.



,,მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ერთ-ერთ უმთავრეს მავნებელ ტელეარხზე, "მთავარზე" მომეწონა და იმედია, ასეთი კორექტულად მწვავე Q&A გაგრძელდება "მთავარზეც" და "ტვ პირველზეც". რატომ არის ეს ჩვენ რეალობაში უჩვეულო და გასაკვირი? დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები მათთან დაპირისპირებულ ტელესადგურებზე ხომ რუტინული მოვლენაა? დიახ, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - დემოკრატიულ სამყაროში უწყვეტი, დესტრუქციული ტელედეზინფორმაცია მიუღებელია, ვერ ხარობს. აქ კი მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე - ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები.



ბუნებრივია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნებოდა მმართველი გუნდიდან მოულოდნელად და დღემდე გაუგებრად წასული პრემიერ-მინისტრის თემა, რაზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა - გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები მანამდეც არსებობდა, ხოლო ღალატი 2021 წლის 17-18 თებერვალს უკავშირდება. გახარიას ჰქონდა მძიმე მდგომარეობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მისი იმიჯი რომ შემოტრიალებულიყო, - თქვა კობახიძემ.



კობახიძის მისვლამ "მთავარზე" გახარიას მხარდამჭერთა ერთ ნაწილში გამოიწვია ტრაგიკომიკური აღქმა - თუ "ქართული ოცნების" ლიდერი მივიდა "გლავკანალზე" ე.ი. მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი გარდაუვალია. იმედია, რომ საჯარო გამოსვლებში "საქართველოსთვის" ოფიციალური წარმომადგენლები ამ ოქსიმორონს არ გაიმეორებენ როგორც იმას, რომ ივანიშვილმა 7 ივნისის წერილი "ზეწოლის ქვეშ" დაწერა.



გახარიას "ტვ პირველზე" მისვლის "გაპრავება" იმით, რომ აგერ ირაკლი კობახიძეც მივიდა ნაცების სხვა ტელეარხზე, ასევე ალოგიკურია. გახარიას როგორც ახალი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დებიუტი იყო "ტვ პირველის" თოქ-შოუში, ხოლო კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერად იანვარში აირჩიეს.



არ მაქვს ილუზია, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელეარხებზე მმართველი გუნდის ინტერვიუებით საზოგადოებაში პოლარიზაციის დონე დაიწევს [რომელ დემოკრატიულ ქვეყნებშია დაწეული რომ?]. თუმცა, "ქართული ოცნებისადმი" ანტიპათიურად განწყობილი ტელემაყურებლისთვის, რომელიც საერთოდ არ უყურებს სხვა არხებს, ნაცტელევიზიების გარდა, გარკვეული მრავალფეროვნება იქნება. ასევე საინტერესოა ეს ახალი ფორმატები ფართო საზოგადოებისთვის.

ყოველთვის ვემხრობი უმწვავეს დისკუსიებს ეპატაჟების გარეშე!

წინ არაერთი საინტერესო რაუნდი გველის...’’ - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა