„გახარიას ამოცანაა, მაქსიმალურად დაგვაახლოვოს 43 %-ს. როგორც ჩანს, ამის იმედი დიდად
არ აქვს, არც ოპოზიციას აქვს ამის იმედი. სიტყვა გაექცა, მას უყვარს ეს გამოთქმა და წამოსცდა რასაც ფიქრობს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ვადამდელი არჩევნების შესახებ კითხვის პასუხად.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაყვება შარლ მიშელის დოკუმენტს.
43 %-ის ნაწილში, ჩვენ არავითარ პრობლემას არ ვხედავთ, ვართ თავდაჯერებული ამ კუთხით. წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი, 43 % მეტს იღებს ქართული ოცნება, მაგრამ მაინც არსებობს, თუმცა მაინც არსებობს რაღაცა ლეგიტიმაციის პრობლემაა. ლეგიტიმაცია სამართლებრივად და პოლიტიკურად არსებობს ერთადერთი. ეს არის სახალხო ლეგიტიმაცია და ეს 43 % არის ზღვარი, სწორედ სახალხო ლეგიტიმაციის გადამოწმების, სწორედ ამას ემსახურება. სხვა რა ლეგიტიმაციას გულისხმობს გახარია, თუ არ არის მასში მოაზრებული ის საბოტაჟის სცენარი, რომელიც არის დაგეგმილი, ასევე კიევში. ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის აპირებს არჩევენების შემდეგ თუ განხორციელდება საბოტაჟი ის გახდეს საბოტაჟს სცენარის შემადგენელი ნაწილი. მას წამოცდა ეს. როდესაც შენ ამბობ, რომ 45 % აღების შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა და მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, ეს არის წამოცდენა და სიტყვის გაქცევა, რაც მას ქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.