logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე გახარიაზე: საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა
ირაკლი კობახიძე გახარიაზე: საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა
11:26 15.06.2021
„ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში, გიორგი გახარიას რომ ჰქონდა. მთელი გუნდი იდგა მის გვერდით, მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკურად მის გვერდში დგომაზე ვზრუნავდით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, გადადგომამდე გიორგი გახარია პასიური იყო.

„ვიდრე ის გადადგებოდა ცოტა პასიური იყო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში. მახსოვს, მე და კახი კალაძე რომ შევხვდით, ვუთხარით, რომ მეტი აქტიურობა იყოს მისგან საჭირო, მეტი მოტივაცია და ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში. ეს იყო ჩვენი გზავნილი. თუმცა, სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი ვერ დააფასა, არ დამიფასა მე, არც კახი კალაძეს დაუფასა, არც მთლიანად გუნდს დაუფასა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ კობახიძე ყოფილიყო სამიზნე, ბევრად უფრო ადრე მიიღეს.
„გადაწყვეტილება ჰქონდათ მათ მიღებული ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მე დავიწყებდი საუბარს, ანუ ერთი შეხედვით ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი, რომ მე დავიწყე პირველად საუბარი 17-18 თებერვლის მოვლენებზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მთავარი სამიზნე მათ ბევრად უფრო ადრე მიიღეს. არ ვიცი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, ალბათ ამიტომ. როდესაც იანვარში სიუჟეტი გავრცელდა, რეალურად ურთიერთობაში არავითარი ბზარი არ არსებობდა, პირიქით ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც მე და კახი კალაძე შევხვდით გახარიას და მის გამაგრებაზე ვსაუბრობდით. არავითარი ბზარი არ არსებობდა იმ პერიოდში, თუმცა როგორც ჩანს ის სიუჟეტები რაღაცეებს ემსახურებოდა, რაც მერე ჩვენ ვიხილეთ 17-18 თებერვალს, უკვე გახარიას მხრიდან, თორემ რეალურად ჩვენს ურთიერთობებში არავითარი ბზარი არ არსებობდა იანვარში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა