„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის
შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა -განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ არა მარტო ამ ჩანაწერის შინაარსზე, არამედ მის მიზანზეც, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშლილიყო და დახურულიყო.
„ეს იყო მათი მიზანი და ჩვენ მივყვებთ მათ მიზანს. საერთოდ არ გვინდოდა ამნისტიის კანონი არავითარი ფორმით. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა, ჩაიწერა და ვიღებთ შესაბამისად ამ კანონს. მივყვებით მიშელის დოკუმენტს“ - განცხადა ირაკლი კობახიძემ.