logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: "ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც გახარიას მიერ იყო ორგანიზებული
ირაკლი კობახიძე: "ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც გახარიას მიერ იყო ორგანიზებული
10:02 15.06.2021
„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„პირველი იყო თუ არ ვცდები მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე იყო დაგეგმილი არასწორად ოპერაცია, რომ მოუწიათ გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგი იყო „ბასიანი“, და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პანკისი იყო აბსოლუტურად მძიმე, ბასიანზე ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა. შემდეგ იყო პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე, ეს იყო ძალიან მძიმე. მთლიანობაში რომ გავიხსენოთ ყველფერი, რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომელიც ყველა უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო შეცდომები და არასწორი მენეჯმენტის შედეგი. ეს ან იყო უხეში შეცდომები და მენეჯმენტი ან ეს იყო გარკვეული გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს შეიძლება თეორიულად იყოს სისხლის სამართლოს დანაშაული ან პოლიტიკური დანაშაული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც ასევე ლოგიკურად შეგვიძლია დავაკავშიროთ, 17-18 თებერვალს.

ეს იყო 2019 წლის ნოემბერი თუ დეკემბერი, როდესაც ოპოზიციამ ალყა შემოარტყა პარლამენტს და აპირებდა არ დაეშვა პარლამენტის სესიების გამართვა, პარლამენტის სრული ბლოკირება იგეგმებოდა. მახსოვს მაშინ, ზუსტად ისეთივე დისკუსია გაიმართა, როგორც გაიმართა მაშინ 17-18 თებერვალს, ანუ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქაც კანონის აღსრულება და კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირება, ელემენტარულ საკითხზე იყო დავა მეტზე არაფერზე. გახარიას პოზიცია იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ალყა არ უნდა გახსნილიყო და პარლამენტს უნდა შეეჩერებინა მუშაობა, თუნდაც თვეების განმავლობაში, რაც იყო წარმოუდგენელი ჩვენთვის. ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი, თუმცა ჩვენ გადავლახეთ ეს პოზიცია და საბოლოოდ ჯამში პარლამენტმა განაახლა, ფუნქციონირება. ეს რომ არ მომხდარიყო, მაშინ განხორციელდებოდა ის სცენარი, რაც იყო უკვე მერე, 18 თებერვალს. მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი, იმიტომ, რომ თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, წყლის ჭავლით მარტივად ჩატარდა ოპერაცია. თუ მანამდე გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მიზეზების გამო, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება აბსოლუტურად ისე, რომ თმის ღერი არავის არ ვარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა