logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე
ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე
23:51 14.06.2021
„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კითხვები, რაზეც პასუხები არ არის, მაგალითად, რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით?

„ რაც ხდებოდა 20 ივნისს, ბუნებრივია, გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები, ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და კითხვებიც მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით? ამაზე კითხვაზე პასუხი არ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპერაციის დაგაგმვაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია იყო და ამას ერთერთ მოადგილესთან ერთად აკეთებდა.

„რა თქმა უნდა ის იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციის დაგეგმვაზე, რა თქმა უნდა ის იყო პასუხისმგებელი და თითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან ერთდ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვის ნიშანი, რატომ იყო სპეცრაზმი გარეთ, როდესაც უნდა მდგარიყო შიგნით და ყველა დაადასტურებს ამას. ეს ერთ და მეორე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალბები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება იმისათის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. და რატომ მოხდა ერთი და მეორე. ჭიშკრის გარეთ სპეცრაზმის დგომა და რბილი საშუალებების არ გამოყენება ამაზე პასუხი არ არსებობს. ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა, რამოდენიმე ჭიშკარია იქ, იყო მარტივი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა არ იყო ისეთი, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხის ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილყო შიგნით და რომ გამოყენებულიყო უმარტივესი რბილი საშუალებები, თავიდან იქნებოდა აცილებული.ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები, თუმცა შესაძლოა არ იყო შეცდომები. ოპერაციას გეგმავდნენ ორნი. ეს იყო გახარია და საბანაძე. შესაბამისად იყვნენ ყველაფერში ჩართულები“ “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა