logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24 საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24 საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან
18:20 13.06.2021
ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული,24 საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან, მანამდეც შეხვედრები მქონდა,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა.

"ეს პროცესი დავიწყეთ დაახლოებით 1 თვის წინ, როცა მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან- პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. პროცესი დავიწყეთ 1 თვის წინ და გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მათი ჩართულობით შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იქნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის გადაცემულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, მე პირადად ვიყავი ჩართული, 24 საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან, მანამდეც შეხვედრები მქონდა, როგორც მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში. ეს დასრულდა კონკრეტული შედეგით. ჩვენ ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ ისევ შეასრულოს შუამავლის, მედიატორის როლი. სრული მზადყოფნა დავუფიქსირე მე პირადად ორივე ქვეყნის ლიდერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება რეგიონში საერთო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა