ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას
ნაუსედასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც შეხვედრის განმავლობაში განიხილეს.
„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა და სხვადასხვა სექტორში ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.