„იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებზე თანხის გამოყოფას და
დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კეთდება ჯანდაცვის სფეროში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება.
„რამდენადაც ვიცი, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება და იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომელიც ასეთ დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის მორალურად მიუღებელია საერთოდ რაიმე შენიშვნა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.