გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, დღეს გენერალური დებატები იწყება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია და ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ხვალაა დაგეგმილი.
სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ღონისძიების გრაფიკი ყოველთვის დატვირთულია. ვცდილობთ, რომ ეს ყოველწლიური შეხვედრები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. ოფიციალურად დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის 40-მდე შეხვედრა თავის უცხოელ კოლეგებთან“- აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთანავე, 26 სექტემბერს დაგეგმილია სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-18 სხდომა, რომელზეც რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები განიხილება.

















