logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: მისი სამივე საჯარო გამოჩენა არაფრის მთქმელი საუბრები იყო - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: მისი სამივე საჯარო გამოჩენა არაფრის მთქმელი საუბრები იყო - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე
12:24 09.06.2021
„არაფრის მთქმელი საუბრები - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე - ასე აფასებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას საჯარო გამოჩენას" -  ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუ დააკვირდებით მის სამ საჯარო გამოჩენას, საბოლოო ჯამში არაფრის მთქმელი საუბრები - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე. საუბარი ერთის მხრივ კრიტიკაზე, მაგრამ არა კრიტიკაზე და რაღაცნაირად ამორფული პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საერთოდ გაუგებარს ხდის ან წასვლა რა იყო ან მოსვლა. აქედან გამომდინარე, ვერ იხსნება ვერანაირად და ამძაფრებს ეჭვებს, რა არის ამ პოლიტკური გუნდის მიზანი, რაიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი აქვს, თუ მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობა და ამით მცდელობა, რომ ჩამოწიოს „ქართული ოცნების“ შედეგი 43 პროცენტს ქვემოთ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არჩეული ტაქტიკის მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაციაა.

„ტაქტიკა, რომელიც არჩეული აქვთ, ამ მინდორზე გარკვეულწილად შეეცადოს ხმების მოპოვება, მათ შორის ეს პოზიციონირება, წყალი, საუბარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ეს ყველაფერი მიმართული იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოს და გარკვეულწილად იპარაზიტოს. რამდენად ენება ამის შესაძლებლობა და შედეგი, მეორე საკითხია, მაგრამ მცდელობა არის. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს. სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ არ შეიძლება ტყუილად სხვისი სახელის გამოყენება“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას უკან იდგა „ქართული ოცნების“ გუნდი.

„ამ გუნდის ეგიდით ის თუ არ ვცდები რვა წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე იყო. ეს გუნდი იყო მისი გამაძლიერებელი. მისი საუბრების უკან ხომ იყო მთავრობა, პარლამენტი, იყო პროგრამები, იყო გარკვეული საქმიანობა, რომელიც იყო ის ძირითადი საქმე, რაზეც გვაქვს საუბარი. ახლა რომ შევხედავთ, თითქოს ის კვლავ პრემიერ მინისტრია, არც შეცვლილა არაფერი მის რიტორიკაში, ეს გარსი შენარჩუნებულია, მაგრამ აღარ არის ის შიგთავსი, რომელიც აქამდე იყო. შიგთავსი, რომ არის „ქართული ოცნება“, არის ხელისუფლება, მიმდინარე პროგრამები, რომელსაც ახორციელებს პარტია. არის ეს გარსი, არის გონორი და რიტორიკა, მაგრამ აღარ არის შიგთავსი“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა