logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ არის საკითხები, რომელიც გვაერთიანებს
კახა კუჭავა: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ არის საკითხები, რომელიც გვაერთიანებს
13:28 08.06.2021
„საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემო ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, გავერთიანდეთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.



კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი მალე გახდება, რადგან ქვეყანა ამისთვის მზად არის და არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნებაც.


„ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება, მოაწეროს ხელი. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემო ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, გავერთიანდეთ, საკითხი რომელიც ყველას ინტერესებში შედის, საკითხი, რომელიც მთლიანად ჩვენი ერის ჩვენი ხალხის არჩევანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატოს წევრობას. ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მალე გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამის პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ამ საკითხში ნამდვილად ერთსულოვნები ვართ და ნამდვილად მივაღწევთ ამ ერთიანობით ამ მიზანს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად. ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა