საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს ბუბა დვალს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
facebook-ზე კოალიცია „ქართული ოცნების“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დვალს უცნობი პირი სახლის სადარბაზოსთან დახვდა და სახეში გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ, მჟავა შეასხა. მომხდარის შედეგად დვალმა მხედველობა დაკარგა.
ამჟამად, დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

















