ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი დაასრულა.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი სიების მიღება დღეიდან შეუძლიათ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო ერთიანი სია 19 სექტემბერს გადასცა.
საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 613 851 შეადგინა.

















