„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის
შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლადშექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.
ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“ -აცხადებს კახა ოქრიაშვილი.