„როდესაც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებაში დაგადანაშაულებს და მოღალატეს
გიწოდებს ის ადამიანი, ვინც თავის დროზე შანსი მოგცა სამთავრობო ვერტიკალში უმაღლესი რანგი გქონოდა? -მძიმე იარლიყია ბატონო გიორგი!“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და გადამდგარ პრემიერს კულისებიდან თავის გამოყოფას ურჩევს.
მისი თქმით, ,ამ განცხადებით დამთავრდა სპეკულაციები გახარიას კუთვნილებაზე.
ქადაგიძის ვარაუდით, შესაძლოა გახარიასთვის მოღალატის იარლიყის ტარება საბედისწერო აღმოჩნდეს.
,,ამ განცხადებით დამთავრდა სპეკულაციები გახარიას კუთვნილებაზე.
ახლა მოუწევს ბატონ გიორგის კულისებიდან თავის გამოყოფა, "რიშელიეს" როლის დატოვება და რაციონალური პოლიტიკის კეთება,თუ უნდა სერიოზულ ოპონენტად აღიქვამდნენ.
როდესაც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებაში დაგადანაშაულებს და მოღალატეს გიწოდებს ის ადამიანი, ვინც თავის დროზე შანსი მოგცა სამთავრობო ვერტიკალში უმაღლესი რანგი გქონოდა? -მძიმე იარლიყია ბატონო გიორგი!
იმდენად მძიმეა,რომ შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს თქვენთვის,რადგან ასეთ "სიმძიმეს" ან იხსნიან,ან "იჭყლიტებიან." მყარად დგახართ ფეხზე? ხართ მზად საზოგადოებას, პირდაპირ ესაუბროთ და არა საკუთარი "პატენტების" პირით?’’ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.