საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს,
დელეგაციასთან ერთად, კახეთში უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის არაფორმალური ნაწილი წინანდალში გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად ქართული და უკრაინული ტრადიციული ცეკვები შესრულდა.