ცესკო ხვალ იმ დადგენილების პროექტის განხილვას გააგრძელებს, რომელიც არჩევნების დღეს კენჭისყრისას საარჩევნო უბნებზე
ფოტო და ვიდეოგადღების აკრძალვას ეხება.
როგორც კომისიაში განმარტავენ, ხმის მიცემისას გადაღებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე, ამომრჩეველზე იგი კონტროლად იქნეს აღქმული.
დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის მონაკვეთი, როცა საარჩევნო უბანზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლები - პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ. აძლევენ ხმას.
ამ შემთხვევებში, გადაღების ნებართვას გასცემს კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული საკითხის განხილვას დღეს ცესკო-ში ხმაური მოჰყვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა, რომლებთანაც საკითხის განხილვა ხვალაც გაგრძელდება.

















