საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელ „Facebook“-ში გავრცელებულ ინფორმაციას
იმის შესახებ, თითქოს საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსკოვში შეხვედრებს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. ბოკერია თბილისში იმყოფება“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში.

















