საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პორტ ლაზიკას მშნებელობას საფუძველი ჩაუყარა.
მან საძირკველში სიმბოლურად, კაფსულა ჩადო და იქვე შეკრებილ საზოგადოებასთან ამ პორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ლაზიკა საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი პორტი იქნება და 85 ჰექტარზე გაიშლება, ხოლო ტექნიკური მონაცემებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, პორტ ლაზიკას აქვს პოტენციალი გადაიქცეს სატრანსპორტო ჰაბად ევროპასა და აზიას შორის.
პორტის მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება. პროექტის საორიენტაციო მაქსიმალური ღირებულება 535 მილიონი ლარია. ლაზიკას პორტის მშენებლობის დასრულება 2015 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

















