„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზეტაცია და განხილვა ხვალ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, ISET–ის კვლევითი ინტიტუტის, ლიბერალური აკადემია თბილისისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მეხუთე პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია იქნება.
უკვე შედგა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი მემარჯვენეების“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პროგრამების პრეზენტაცია.
უახლოეს მომავალში გაიმართება „ლეიბორისტული პარტიის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია.

















