პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, კახა კუჭავა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრების პარლამენტში შემოსვლის ფაქტს გამოეხმაურა.
„კარგია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასევე მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად ჩართვა იმ მოლაპარაკებებში, იმ საკითხებში, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისიწინებული", - განაცხადა კახა კუჭავამ.