logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: როდის ტყუოდა გახარია კორუფციის შესახებ - საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე
ირაკლი კობახიძე: როდის ტყუოდა გახარია კორუფციის შესახებ - საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე
13:59 31.05.2021
რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არავითარი კორუფცია არ იყო. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა - საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე? ან მაშინ ტყუოდა, როდესაც ამბობდა, რომ კორუფცია არ არსებობს, ან ახლა ტყუის, როდესაც ამას სისტემურ პრობლემას უწოდებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, ვინ აპიარებს ძირითადად გიორგი გახარიას - „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქ არის ყველაფერი ნათელი. ძალიან მარტივად იკითხება, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რომლებიც უკავშირდება 17-18 თებერვლის მოვლენებს - რატომ ითამაშა გახარიამ სააკაშვილის თამაში? 17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა, გიორგი გახარიას გაპიარება „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მხრიდან - ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და გიორგი გახარიას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. გახარიამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რატომ არწმუნებდა ყველაზე აქტიურად საპარლამენტო უმრავლესობას, რომ აუცილებლად უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. იმ 6-მა დეპუტატმა, რომელიც დღეს სხვა რაღაცებს ამბობს, მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, იმიტომ რომ არსებობს პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს გახარიამ უპასუხოს. ამ თემამ ჩვენთვის დაკარგა აქტუალობა, განსაკუთრებით იმ უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კვლავ აქტუალურია. გიგი უგულავასა და პეტრე ცისკარიშვილს წამოსცდათ, თუ რა არის გიორგი გახარიას ამოცანა - რამენაირად დაგვაახლოვონ ჩვენ 43%-იან ნიშნულს. ამას ვერ მიაღწევენ - ამისთვის საჭირო რესურსი არ აქვს არც გახარიას, არც „ნაცმოძრაობას“, არც ყველას ერთად აღებულს. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი და არჩევნებზე ჩვენს მიზანს მივაღწევთ ზუსტად ისევე, როგორც მივაღწიეთ წინა 7 არჩევნებში. რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არავითარი კორუფცია არ იყო. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა - საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარტიის პრეზენტაციაზე? ან მაშინ ტყუოდა, როდესაც ამბობდა, რომ კორუფცია არ არსებობს, ან ახლა ტყუის, როდესაც ამას სისტემურ პრობლემას უწოდებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა