პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე,
ირაკლი კობახიძე პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ვულოცავ!
თითოეული პროკურორი კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს პროკურატურას და მის თანამშრომლებს წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებ!" - წერს კობახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.