logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
პრემიერის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
23:18 28.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებმა 2021 წლის 16 მარტს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პანდემიის უპრეცენდენტო გამოწვევების ფონზე წარმატებულად შეფასდა.

კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. აღნიშნული აქტივობები ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ვადებს პასუხობენ.

სამოქმედო გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებს, არამედ მასში ასევე გაწერილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დასაქმება და შრომითი უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება და მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა.

კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელი ღონისძიებების კონცეფცია იყო. აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს როგორც გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების ნათლად წარმოჩენას, ისე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, რაც ქვეყანას დაეხმარება მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კონსოლიდაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო განზომილება და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელება.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს 17 მაისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დაფუძნდა „ასოცირებული ტრიოს" ფორმატი, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა, რომელსაც სამი ქვეყანა ახორციელებს წლების მანძილზე და მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან საერთო პოზიციებით გამოსვლას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე.

კომისიის წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს და განიხილეს 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა