logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია
17:38 27.05.2021
საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია;

ჩვენში არსებობს სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე - „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი" მიმართვისას განაცხადა, რომელიც 27-28 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არსებითია იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა მეშვეობით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი ქვეყნის პოზიციებს ინარჩუნებს.

„დღეს ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, წინ წავიწიოთ, კიდევ უფრო ქმედითი, ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ვგეგმავთ. უახლოეს წლებში ჩვენ ვეცდებით, ყველა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს არა მხოლოდ ამბიცია და სურვილი გააჩნია, არამედ იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ამ საქმეში ჩვენ კვლავ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის იმედი გვაქვს. მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების წარმოდგენას და განხილვას, ეფექტური ფორმატები და ინსტრუმენტები სჭირდება. კონფერენცია, რომელშიც დღეს ვმონაწილეობთ, სწორედ ასეთ უმნიშვნველოვანეს ინსტიტუტად წარმოგვიდგება. მიხარია, რომ არც ისე დიდი ისტორიის მიუხედავად, იგი უკვე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრადიციად იქცა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის; პირადად ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით ვადასტურებ სრულ მზაობას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიების მიზანია მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის თემაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შეფასებაზე. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების პერსპექტივები.

კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ევროკომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა