საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას , ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.
"ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში. ისეთი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების დროს, რომელიც საქართველომ გაატარა, პოლიტიკური დიალოგის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო"-განაცხადა ფორუმზე არჩილ თალაკვაძემ.