ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა
ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"თქვენო აღმატებულებავ, ყატარის სახელმწიფოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობას და პროგრესს", - წერს ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი.