logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მედია პლატფორმებზე  საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდა
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მედია პლატფორმებზე საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდა
14:28 26.05.2021
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მედია პლატფორმებზე გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს შესახებ, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ავტორობით.

ჟურნალ The Diplomat-ის მაისის ნომერში, გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას სტატია. ასევე, გამოქვეყნდა ელჩის ინტერვიუ ბრიტანულ კვლევით ცენტრთან „Council on Geostrategy".

ამას გარდა, ქართველი დიპლომატების ე.წ ოპედები დაიბეჭდა არგენტინულ გამოცემა El Comercio-ში, პარაგვაის წამყვან გამოცემა „ABC News"-ში, ურუგვაიში, გამოცემა „El Pais"-ში, საბერძნეთში, ჟურნალ GR Diplomatic CD- ში, უნგრეთში - გაზეთ "Magyar Hirlap"-ში და კატარულ გამოცემა " Lusail Newspaper" – ში. ასევე საქართველოს ელჩების ინტერვიუები გამოქვეყნდა ბულგარულ გამოცემაში - Luxury Magazine: Premium Lifestyle, ლიეტუვურ გამოცემაში - Alfa.lt, კატარში, არაბულენოვან ჟურნალში Al Sharq-ში, ჩეხურ რადიოში - Czech Radio Plus, ფრანგულ მედია პლატფორმა Areion24-ზე, Arab News-ზე და Kuwiat Times-ში. ასევე დაიბეჭდა საქმეთა დროებითი რწმუნებულების სტატია ნიდერლანდურ გამოცემა - Diplomat Magazine-ში. ამასთან, იაპონიაში, საქმეთა დროებითი რწმუნებულის თეიმურაზ ლეჟავას სტატია გამოქვეყნდება იაპონურს გაზეთში „JapanTimes".

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, მექსიკასა და მალაიზიაში გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რადიო-ინტერვიუებიც.

ბელგიურ გამოცემა Euractiv-ში კი დაიბეჭდა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ოპედი.

ხაზგასასმელია, რომ სლოვენიური ჟურნალის Together Sila მაისის თვის ნომერი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს, ჩეხეთში კი გამოქვეყნდა სტატია „ქართული სამოსის" გამოფენის შესახებ. რამდენიმე სტატია მიუძღვნეს საქართველოს ოირდანიის საინფორმაციო სააგენტოებმაც.

აღსანიშნავია, რომ მექსიკური პერიოდული გამოცემის "Contra Réplica" საავტორო სვეტი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, რუმინული საინფორმაციო სააგენტოს, „აგერპრესის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ელჩის მიმართვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ესტონეთში, თურქეთსა და ირლანდიაში იგეგმება ქართველი ელჩების ინტერვიუებისა და ოპედების, პოლონეთში კი მინისტრის ოპედის გამოქვეყნება.

ასევე, სამხრეთ აფრიკული ონლაინ გამოცემა "Embassy Direct"-მა, კულტურის რუბრიკაში, საქართველოს მიეძღვნა ჩანახატი: "უთბილესი ემოციების ქვეყანა - საქართველო"/"The Country of Warmest Emotions - Georgia". ონლაინ გამოცემა "Embassy Direct"-ში კი გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის სტატია „30 Years after restored independence Georgia expands its global partnerships into Africa".

იაპონიაში ტელეარხ FujiTV, თავის Youtube არხზე ქართული კულტურის შესახებ ვიდეო-რგოლს გაუშვებს. ამასთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლატვიურმა ტელეარხმა LTV-მ, გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ელჩ, თეა მაისურაძესთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა