"ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ
თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას" - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ქართველმა გმირებმა და მთავარსარდლებმა.
„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას. მას ღირსებით და იმ პატივით, როგორსაც ის იმსახურებდა, როგორზეც ის ოცნებობდა ასეთი პატივით მივაბარებთ მშობლიურ მიწას. სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა გმირებმა, მთავარსარდლებმა", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.