„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების
წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ბოლო დროს, როცა განვითარებულმა მოვლენებმა მთელი ქვეყანა გააერთიანა, კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე უხეში ფაქტი დაფიქსირდა.
„ბოლო დღეებში, როდესაც საზოგადოება ერთიანია და ითხოვს არას ძალადობაზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან, გახშირდა პოლიტიკური ნიშნით თავდასხმებისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირთა მიმართ“- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მან მაგალითად წნორსა და ადიგენში დაფიქსირებული შემთხვევები მოიყვანა და „ქართულ ოცნებას“ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„გუშინ, მაგალითად, ქალაქ წნორში „ქართული ოცნების“ წევრების ძალადობის მიერ დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის ქალბატონიც. ასევე, დღევანდელი ინფორმაციით, ადიგენის რაიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ მძიმედ დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა

















