ქ. ბერნის მერი, ალეკ ფონ გრაფენრიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან
დაკავშირებით ულოცავს:
„საქართველოს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს და დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან მიხარია, რომ შვეიცარიას უკვე 30 წელია აქვს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ეს ეხება ქალაქ ბერნსაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ქალაქებთან და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისთან. მიხარია, რომ არსებული კონტაქტების წყალობით, შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთობები და ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. რაც მთავარია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას. ლამაზ დღეს გისურვებთ და გულითადად მოგიკითხავთ ბერნიდან." - განაცხადა ლეკ ფონ გრაფენრიდმა.