საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 101 წელი გავიდა.