logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, საქმე უნდა გავაკეთოთ
ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, საქმე უნდა გავაკეთოთ
18:52 22.05.2021
მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ.

"დიდი ილუზიები არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება მოვახდინეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც ხდება, გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით, როგორც ხდება. ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას.

მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი კომენტარი რა შეიძლება გავაკეთო მოვლენების ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე. ერთი რამ მინდა რომ ვთქვა: ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ. ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. აი, ეს არის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე და ჩვენს მოსახლეობას გვაწუხებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა