„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე,
აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
„პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს გვქონდა შეხვედრა აჭარის აქტივთან. ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე, ასევე, მათთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.