logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კარლ ჰარცელმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კარლ ჰარცელმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
19:17 21.05.2021
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც აჭარის რეგიონში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განხილული იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, აგრეთვე საზღვაო სტრატეგია, რომლის მომზადებაშიც ევროკავშირმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საზღვაო სფეროში საქართველომ უკვე დანერგა დირექტივების 80%, რაც ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოსდაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

„ქვეყანაში საზღვაო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება: მიმდინარეობს მეზღვაურთა შრომის რეფორმა, სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება, ნავსადგურების სერვისების გაციფროვნება და საქართველოს დროშის ქვეშ ევროპელი გემთმფლობელების მოზიდვა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების ფართე სპექტრი მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ყველა მიმართულებას როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ისე უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის მიმართულებით, ამასთან ერთად გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საზღვაო დარგში დასაქმებლთათვის სოციალური დაცვის გარანტიების შექმანასა და გაუმჯობესებასაც", განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ „ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის დარგის წინსვლასა და განვითარებაზე. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვამ შექმნა საფუძველი საქართველოს ევროპულ სტურქტურებში სექტორული ინტეგრაციისათვის".

მისი თქმით, გატარებულმა სისტემურმა რეფორმებმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა შეემუშავებინა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. „ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საზღვაო გარემოს დაცვითი პოლიტიკის შესახებ. ამ ორი დოკუმენტით საქართველო შეძლებს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტიან განვითარებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩამოვყალიბდეთ წარმატებულ საზღვაო ქვეყნად და სრულად გამოვიყენოდ ის რესურსი, რასაც ზღვა გვაძლევს," განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვება ქართველი მეზღვაურის ღირსეული დასაქმების გარანტიაა". მისი თქმით, მეზღვაურები არიან იმ იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც სერვისის ექსპორტს ეწევიან საქართველოდან და ქვეყნის ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ, რაც რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„განათლებისა და სერტიფიცირების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს 60 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. 2015 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე," - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში ელჩი საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, აკადემიის სამანქანე განყოფილების ლაბორატორია და მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა