მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ
გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს და საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.