ნიკა მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო,
მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისა და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ.
„ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რომელითაც, კაპიტოლიუმზე შეტევა არის ამბოხი და დამნაშავეები მკაცრად ისჯებიან, ხოლო საქართველოს პარლამენტზე თავდამსხმელი და სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანები პოლიტპატიმრებად იწოდებიან. ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისა და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ. კრიმინალების პოლიტიკაში შენარჩუნებით შეფერხდა ქვეყნის განვითარება და ეს კარგს მომავალშიც არაფერს მოგვიტანს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.