საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 19-20 მაისს ვიზიტით ესპანეთის
სამეფოს ეწვევა. მთავრობის მეთაური, მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებას -ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტ პედრო სანჩესთან და ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იმყოფებიან.