logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს
პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს
22:05 17.05.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

საუბარი ასევე, შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა 2024 წლის განაცხადი გახდეს არა მხოლოდ რეალური, არამედ, რეალურად აღსრულებადი. ამიტომ, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. არ გვისაუბრია დეტალებზე განვლილ მოვლენებთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ არის ვიცეპრეზიდენტი ამ საკითხებზე ინფორმირებული. ვისაუბრეთ, რა არის ხვალინდელი გზა - შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების გზა, დიალოგის სისრულეში მოყვანა, იმ ვალდებულებების შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია, იმ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, რის ნიშნებიც ნამდვილად არსებობს. მომავალი სამიტი, სადაც საქართველოს საკითხებიც იქნება განხილული, პირველ რიგში, ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი და არა უბრალოდ ადრე თუ გვიან წევრობაზე საუბარი. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რომლის შესახებ აუცილებლად გვექნება მხარდაჭერა",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა