logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა ბრიუსელში გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კუჭავა ბრიუსელში გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
21:52 17.05.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, გავლენიანი კვლევითი ცენტრების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციაზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის გაგრძელების შესახებ.

ხაზი გაესვა პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა ისაუბრეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს და ამ კუთხით, სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას გაუსვეს ხაზი.

როგორც კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათთვის ყოველთვის აქტუალურია საქართველო და პროცესები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ასევე საგარეო მიმართულებით მიმდინარეობს.

„ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინე მათგან და ჩემი გზავნილებიც გადავეცი - პირველ რიგში ის, რომ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად და ვაქციეთ უკვე, როდესაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და ახლა მეორე ეტაპია ამ დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელება",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობაზე ისაუბრეს.

„ექსპერტებთან ვისაუბრეთ ევროკავშირის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ასევე, იმ შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შარლ მიშელის და ევროკავშირის მედიაციით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების შესრულება, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პოლიტიკური პროცესის პარლამენტში წარმართვა იმისთვის, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, მივაღწიოთ კონსენსუსს ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობით, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა