პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები დაკავებული ახალგაზრდების - დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ისინი პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მაშინ დააკავა, როცა ახალგაზრდები სახლიდან ფილარმონიის მიმართულებით მიდიოდნენ.
პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიციის მხრიდან იმ მოქალაქეების დაშინების მცდელობაა, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა მწვავე პროტესტს გამოხატავენ.
პარტია ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ახალგაზრდები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იქნება.
ცაგურია და მისი მეგობარი თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დღეს დააკავა. დაჩი ცაგურიას და მასთან ერთად დაკავებულ ბექა ალადოშვილს სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

















