ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების" პროექტი
წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გაჟღერდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.
„მე მინდა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, რომ მოსახლეობისთვის გააკეთოს ერთგვარი შუალედური ანგარიში და გვითხრას, თუ რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.
ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.